მაია ბითაძემ და თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

11 Jun 2021 20:51

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე  თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლუდვიგ შტრეფს შეხვდა.

მხარეებმა თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

 

„განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის და ქალაქის მაგალითები, თუ როგორ ხდება ნარჩენების სეპარირება სახლში იმისთვის, რომ პროდუქტის შემდგომი გადამუშავება  შესაძლებელი იყოს.

 

ასევე, შევთანხმდით ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც კომიტეტს დაეხმარება მისი პრიორიტეტული მიმართულებებით საქმიანობაში, კერძოდ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ცირკულარი ეკონომიკის განვითარებას და ხელი შუწყოს ნარჩენების გადამუშავების სამართლებრივი ბაზის დახვეწას. ამ საკითხებთან დაკავშირებით თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფი კომიტეტთან მჭიდროდ ითანამშრომლებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი