თბილისი როდის გიყვარდათ? როცა ნაგვით აავსეთ ხევები, თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როცა რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელ ზონას? – ზარქუა ხაზარაძეს

11 Jun 2021 20:57

დეპუტატი ირაკლი ზარქუა, დეპუტატ, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს პარლამენტში:


“თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა დედაქალაქში სატყაო ზონა გააქრო. 138 მილიონი კვადრატია ახლა თბილისის განვითარების რუკაზე. რეკრეაციული ზონა 4 მილიონით გაიზარდა და დაუბრუნდა ქალაქს. ვერავინ ააშენებს სტადიონებზე კორპუსებს, ვერც სატყეო ზონაში, ეს არის ფაქტი.

თბილისი როდის გიყვარდათ? როცა ითხოვდით, სატყეო ზონიდან 5 000 სამშენებლო ზონად გადაკეთებულიყო? ან, თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით რომ აავსეთ თბილისის ხევები?! ნუ ეცდებით ამის უარყოფას, თუ გიმალავენ, არ ვიცი… ჯარიმები მაქვს აგერ. ხევებს ამით ავსებდით ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ეს არ უნდა გვეთქვა? არ გაგიტარებთ ამას. თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როცა რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელ ზონას და 41 კვადრატით მეტი ააშენეთ? “


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი