მიშა, შენ არ იყო მიშა, შენ არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, თუ ეს არ გააკეთო – რა წერილს აქვეყნებს მეგი გოცირიძე

12 Jun 2021 11:17

“ენმ”-ის წევრი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს გარდაცვლილი კოტე ბერიძის წერილს და წერს:

 
იმ საბედისწერო არჩევნების შემდეგ არაერთი ჩემი მეგობარი გარდაიცვალა დარდისგან და მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობარი – კოტე ბერიძე, რომლის ანდერძიც აუცილებლად შესასრულებელია – არ შევეგუოთ ოკუპაციას!

ხსოვნა იყოს და არ დავიწყება ჩემი მეგობრის, ჩვენი კოტე ბერიძის, რომელიც ტკივილამდე მაკლია და მენატრება ….


კოტე ბერიძე:

მიშა, შენ არ იყო მიშა :

თუ მაგათ საქართველოს გმირის ღირსება გაათელინო !

თუ მაგათ სისხლით და ოფლით ნაშენები ქართული არმია დააშლევინო !

თუ მაგათ პატრული ГАИ–თ გადააქცევინო !

თუ მაგათ პოლიცია МИЛИЦИЯ–დ გადააკეთებინო !

თუ მაგათ ქურდების პარპაში დააბრუნებინო !

თუ მაგათ ჩვენი ახალგაზრდები ისევ ნემსზე შეაჯენინო !


თუ მაგათ ევროპული ცივილიზაციიდან საქართველო შუა საუკუნეების ბნელეთში, ინკვიზიციაში დააბრუნებინო !

თუ მაგათ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დააჩაგვრინო !

თუ მაგათ NATO–სკენ გზიდან გადაახვევინო !

თუ მაგათ ЗАК.ЖД. ისევ გაახსნევინო !

თუ მაგათ თბილისში ЗАК.ВО. დააბრუნებინო !

თუ მაგათ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიარებინო !

თუ მაგათ რუსებისთვის ოკუპანტის სტატუსი მოახსნევინო !

თუ მაგათ თბილისში ოკუპაციის მუზეუმი გააუქმებინო !

თუ მაგათ რუსული არმია “მშვიდობისმყოფელებად” გადააქცევინო !


თუ მაგათ ქართული კულტურა ორენოვნად გადააქცევინო ! თუ მაგათ ქართული ენერგეტიკის კვლავ რუსეთზე დამოკიდებულების საშუალება მისცე !


თუ მაგათ 9 წლის მანძილზე ნაშენებზე თითი უშნოდ დააკარებინო !


თუ მაგათ წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტები საბჭოთა КАНТОРА–დ გადააქცევინო !


თუ მაგათ ამ ინსტიტუტებში მექრთამეობა კვლავ დააბრუნებინო;


თუ მაგათ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე პირველად, ნელნელა,წვალებით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფოს რუსული იმპერიის წინაშე დაჩოქების საშუალება მისცე და ჩვენი შვილების მომავალი მიწასთან გაასწორებინო !


და ბოლოს ყველაზე მთავარი ! შენ მართლა არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი – მიშა, თუ მტერს დანებდე და მე და ჩემსავით ათიათასობით პატრიოტ ადამიანს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიგვაღებინო ! ! !”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი