„აქედანაც ვიბრძოლებ და შედეგებს მივაღწევ, დედას ვუტირებ" - გოგი წულაია

12 Jun 2021 15:49

ციხეში მყოფ გოგი წულაიას დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. „ახალი ქრისტიან დემოკრატების" პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს.


როგორც გოგი წულაია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს, ამისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აქტიურად იბრძოლებს.


"ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პატიმრები ივანიშვილის სახელით და ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღოს. ვიქნები აქტიური და მჯერა, რომ ციხიდან უფერო შევძლებ მეტი ხმების აღებას, ვიდრე გარეთ... დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ და მივაღწევ შედეგებს" - თქვა წულაიამ "მთავარ არხთან".




კომენტარები:

ფართი შოპი