"ლევან ღვინჯილია თანამედროვეობის ილია ჭავჭავაძეა, ქართული ენის დაცვისთვის მებრძოლი რეალური ადამიანი"

20 May 2018 05:52

დავით ნემსაძე, შეიარაღებული ჯარების თადარიგის ოფიცერი:


_,მიხარია ცოცხალს რომ გხედავ"

აღმაშენებლის გამზირი რომელიც თურქების, მათი ხასების, ჩაიხანების და ჩილიმ ბარების ადგილად გადაქცეულიყო ბატონმა ლევანმა მისი დიდებული ქართული მეტყველებით , ,აკურთხა" და (განწმინდა).

ის განქსტერი არაა, თუმცა მაფიოზების ქვეყანაში კი ცხოვრობს.

მე რომ მკითხოთ ის თანამედროვეობის ილია ჭავჭავაძეა, ქართული ენის დაცვისთვის მებრძოლი რეალური ადამიანი.

ენა რომ ერის ცნობიერების, ისტორიის და რეალიზების საშუალებაა ცხადია. მტერი რომ ენას უტევს, გვიმახინჯებს და ეტაპობრივად მას გვართმევს სახეზეა.

დაკარგავ ენას, ამასთანავე დაკარგავ ქართულად გააზრების უნარს, ცნობიერებას და უმთავრესად იმ საიდუმლო სითბოს რომელიც ქართულად მეტყველებისას უხილავი ძაფებით მოსაუბრებს აახლოებს.

,,ენა , მამული სარწმუნოება".

მათგან უმთავრეს ენა იხსენიება, იმიტომ რომ თუ ერი მის ენას ინახავს: მისი გაქრობა, დამარცხება და საერთო აზრის მოშლა მტრისათვის ფუჭი მცდელობაა.

ფერეიდანში გადასახლებული ქართველები საუკუნეთა მანძილზე გახდნენ ქართული ენის შემნახველები. ეს არც მითია და არც ლეგენდა ეს რეალობაა რომელიც მეციხოვნესავით იცავს და მოწმობს ჩემი ლოგიკის ჭეშმარიტებას.

მეეჭვება ვინმე არ იცნობდეს სურათზე ცილინდრიანი ბატონი გახლავთ ლინგვისტი, ენათმეცნიერი ბატონი ლევან ღვინჯილია. მას ალბად სხვა ბევრი რეგალიაც აქვს, თუმცა უმთავრესი სტატუსი ეს ქართული ენის მეაბჯრეობაა. ეს მისი სტიქია არაა, ეს მის მოწოდებაზე მეტია, ეს მისი ვალდებულებაა რადგან ქართული ენა ამავდროულად მისი ღმერთიც გახლავთ.

ის მაგალითის მიმცემია ალბად ამიტომ გახდა მიუღებელი ხელისუფალთა კეთილგანწყობის. მედროვეებს კი ლიდერიზმი ხიბლავთ, ხიბლი კი კეკლუცობაა სწორი მაგალითის მიმცემი კი კეკლუცი ვერ იქნება.

,,ქართულმა ოცნებამ " უდაოდ გამოიყენა ბატონი ლევანის ინტელექტუალური შესაძლებლობა მაგრამ მე ვფიქრობ მას არ ენდო რადგან პატრიოტებისთვის ნდობა სახელმწიფოსთვის უდაოდ სასურველი იქნებოდა თუმცა არა ხელისუფალთათვის. ეს მაშინ ხდება როცა ხელისუფლება სახელმწიფოებრივად ვერ ან არ აზროვნებს.

ამ ლოგიკით და ჩემი შეტყობით განათლების და მეცნიერების მინისტრად ბატონი ლევან ღვინჯილიას დანიშვნა ,,კატასტროფა" იქნებოდა - ეს ანტისოროსული ქმედება კი იმდენ პატრიოტულ საქმეს ჩაიდენდა ვინიცის იქნებ ერიც გამოფხიზლებულიყო. ამიტომ როცა საზოგადოება მეცნიერებით არ იკვებება, ალტერნატივად ვაშლებს მოგაწოდებენ.

როდესაც ბატონ ლევანს უყურებდი და უსმენდი ქვეცნობიერად მახსენდებოდა ჯორჯ ორუელის , ,1984 " პოლიტიკური ტირანია, შიში ღალატი, პერსონალური განცდების არქონის უფლება, უიმედობა. სადაც ომი მშვიდობაა უგუნურება ძალა მონობა კი თავისუფლება.

წიგნში აღწერილია მოვლენები სადაც რეჟიმი იწყებს ენის რეფორმის გატარებას, ენის 20 ტომეულის შექმნის მისტიკა მიმართულია ენის ,, გაჯანსაღებაზე " მეტყველებიდან ისეთი ,,უსარგებლო" სიტყვების ამოღებაზე როგორიცაა ,,ცუდი" მაგალითად ის შეიცვლებოდა სიტყვით ,,არაკარგი" სიტყვა ,,ცუდი" კი აიკრძალებოდა მისი თქმა გახდებოდა დასჯადი.

გერული ენა ისე წალეკა ინგლისური ენიდან გადმობარგებულმა სიტყვებმა გერმანელებმა მშობლიურ ,,დოიჩ"- ს უკვე ,,დეგვიჯი" ანუ ინგლისური ნარატივი უწოდეს.

ქართულ ენა რასაც განიცდის თავადვე გრძნობთ და რადგან ,, მენეჯერი " ( ანუ ჩვენებურად თავიკაცი ) მშობლიურ სიტყვად უკვე დავიგულეთ, რადგან სუპერ მარკეტის მენეჯერსა და ხელისუფლების მენეჯერს შორის განსხვავებას ვერ ვგრძნობთ ,,მენეჯმენტიში" -მართვაში უმთავრესად ფინანსურ მოგებას უყურებთ და არა სხვა რამეს მათგან სასიკეთოს ნურაფერს ელით.

სახელმწიფო მენეჯმენტზე მაღალ ღირებულებებზე და სიწმინდეზე უნდა დაფუძვნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბალავერი გასკლდება და გუმბათიც ჩარმხობა.

ბატონ ლევანს დავით აღმაშენებლის გამზირზე შემთხვევით შევხვდი.
მოწიწებით მივესალმე ადრე ვერ ვბედავდი მასთან გამოლაპარაკებას დრომ და მისმა უბრალოებამ ეს ფაქტორი დაძლია.

ეს საუბარიც საოცრად ალალი და თბილი იყო .

გენეკოლოგი ქირურგის ადგილზე რომ არ უნდა დაასაქმო და რომ ხალხს ერთეული ინდივიდების მიერ შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტი კვებავს - ერმა კი ღირებული და ფასეული უნდა მიიღოს, გაითავისოს და შთამომავლობით გადასცეს. ერთობის სულისკვეთებაც ყანაშიც სიმღერისა და მოტივაციის ფაქტორით ვლინდებოდა. ბატონი ლევანის უკან რამოდენიმე ადამიანი შეჩერდა და ყურს უგდებდა ჩვენს დიალოგს.

რაღაცნაირად ამაყი გავხდი აღმაშენებლის გამზირი რომელიც თურქების, ქართველი ხასების, ჩაიხანების და ბუნგალოების ადგილად გადაქცეულიყო ბატონმა ლევანმა მისი დიდებული ქართული მეტყველებით , ,აკურთხა" და (განწმინდა).

შეხვედრისას მითხრა
- მიხარია ცოცხალს რომ გხედავ
- ჩემი მოკვლა იოლი არათქო უპასუხე.

მან აღმაშენებლის გამზირზე მიმოიხედა ჩინური, არაბული, თურქული წარწერები ზიზილ პოპილოებად გვიბრმავებდა თვალებს.

- ძნელიც არ უნდა იყოსო მითხრა.

მის ბრძნული სიტყვების სიმძიმეს და ქარაგმას ჩავწვდი შიშით არ შემშინებია უბრალოდ დამაფიქრა.

აღმაშენებლის გამზირზე ვიდექით და ტროტოარის გარდა ქართველებს არაფერი გვეკუთვნოდა და ეს თურმე შესაძლებელი იყო. რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს სადაც ცოცხლად მოგკლავენ, შენს სამშობლოს უცხოელები პრივატიზებას გაუკეთებენ, ცოცხალ მკვდრად ვგრძნობდი თავს.

ბატონი ლევანი ჩემს ფეისბუქ მეგობრებში არ მყავს . პირველად მან მისაყვედურა ქართული შრიფტით დაიქვი სახელიო, შეცდომა სწრაფად გამოვასწორე. შემდეგ განაცხადა ,,მე რომაელებთან არ ვმეგობრობ ვის მეგობრებშიც ლათინური შრიფტით სახელ-გვარიანი ,,მეგობარია" ჩემი მეგობარიც ვერ იქნებაო.
ის მეთოდისტია და თუ იცი რა იდეასაც ატარებს (ჰიბრიდულ გამოწვევებს თავისებურად პრევენცირებს) მისგან ეს უცნაურად საერთოდაც არ მოგეჩვენებათ. ჩემი ფეისბუქ გვერდი კი 5 ჯერ წაშალეს, ვერ გაიგებ ვინ ანონიმია და ვინ რეალური პერსონა თუმცა ჩემგან ნათქვამი სიმართლე მზესავით ,,ვარდსაც და ნეხვსაც თანაბრად მოეფინების"

გაუმარჯოს მათ ვინც ბრძოლას შეუალი პრინციპებით ხელმძღვანელობს, ბატონი ლევანის მსგავსი ადამიანები დლეს ეროვნული სახელმწიფოს ცნობიერებაც უნდა ხელმძღვანელობდნენ.

შეგონება ,,მენეჯერებისთვის"

ფოთის პოლიც მეისტერად ნიკანდრო ქირიაზე უკეთესიც მოიძებნება, ისე რომ მისი ცოლ-შვილის ცოდვის კისერზე დადების აუცილებლობაც არანაირად არ დგას.



კომენტარები:

ფართი შოპი