თეა წულუკიანი გელათში ჩავიდა

12 Jun 2021 18:07

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა და იუნესკოს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რათა უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა.


2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა. 


შეგახსენებთ, სპეციალისტები გელათის ფრესკების განადგურების საფრთხის შესახებ საუბრობენ და  საქმეში კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების ჩართვას უკვე წლებია ითხოვენ. თეა წულუკიანის თქმით, იუნესკოს თანხმობა ამ საკითხზე საქართველოს მიღებული აქვს და სპეციალისტები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვლენ.


tv.პირველი



კომენტარები:

ფართი შოპი