კრწანისის ქუჩაზე, "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

12 Jun 2021 18:50

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.


დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 1 პაციენტი კლინიკაში ტრავმული შოკით არის გადაყვანილი.


“ 3 ადამიანი „ნიუ ჰოსპიტალსის“ მედპერსონალმა გადაიყვანა კლინიკაში, 1 გარდაცვლილია. 1 პაციენტი ტრავმული შოკით არის გადაყვანილი“, - აღნიშნავენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.


გავრცელებული ინფორმაციით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა ქვეშ მოიყოლა.


ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი