ნინოწმინდის პანსიონში "პატრიოტთა ალიანსმა" მიკროავტობუსებით ბავშვები მიიყვანა

12 Jun 2021 20:50

ნინოწმინდის პანსიონში "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც თბილისიდან იქ ბავშვები ჩაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, გიორგი ლომია, რომელიც ამბობს, რომ ამ ფორმით მეუფე სპირიდონს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს - "სახალხო დამცველმა უნდა ილაპარაკოს ფაქტებზე და არა ჭორებზე"- ამბობს ლომია და ეთანხმება სპირიდონის პოზიციას, რომ ლომჯარია პანსიონში არ უნდა შეუშვან .


მიკროავტობუსებით პანსიონის ტერიტორიაზე 50-მდე მოზარდი შეიყვანეს.  კიო კუშინის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კაპანაძე ამბობს, რომ ფედერაციიდან პანსიონის ბავშვებს საჩუქრად კიმონოები ჩაუტანეს და  მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებენ.


სოლიდარობა ფეისბუქით გამოუცხადა სპირიდონს "პატრიოტების" ლიდერმა ირმა ინაშვილმა:

"საქართველოს კიოკუშინის კარატეს ფედერაციის ახალგაზრდა სპორტსმენები ნინოწმინდის პანსიონატში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ და რამდენიმე დღეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებთან ერთად გაატარებენ. დიდი მადლობა გოჩა და კახა კაკაბაძეებს სოლიდარობა ნინოწმინდის პანსიონატს და მეუფე სპირიდონს!" - წერს ინაშვილი.

მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი