ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

12 Jun 2021 21:09

ამერიკული კომპანია Whisps, რომელიც ყველის ჩიფსებს აწარმოებს, ახალ თანამშრომელს ეძებს. 


კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ყველის კონტენტის ოფიცრის ვაკანსიაზე კადრის დაქირავება სურთ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტის დაგემოვნებაში 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.


Whisps განმარტავს, რომ ახალ თანამშრომელს კომპანიის ნაწარმის დაგემოვნების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტის შექმნა მოუწევს, რომელიც კომპანიის პროდუქციას საუკეთესოდ წარმოაჩენს.


გავრცელებული ინფორმაციით, Whisps-ში დასაქმების მსურველები კომპანიისთვის განაცხადების გაგზავნას 17 ივლისამდე შეძლებენ. ხალი თანამშრომლის ვინაობა კი 27 ივლისს გახდება ცნობილი.


წყარო: report.ge




კომენტარები:

ფართი შოპი