ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის - თამთა მეგრელიშვილი

13 Jun 2021 01:01

სამხრეთ კავკასიას როგორც არასდროს ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება,


ამ პროცესში კი საქართველოს როლი განუზომლად დიდია, - საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, ქართული მხარის ფასილიტაციით მიღწეულ, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის და აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.


საბედნიეროდ სომხეთის თხუთმეტივე მოქალაქე საქართველოს ტერიტორიის გავლით, ოჯახებს დაუბრუნდა.


საქართველომ კი დაიბრუნა რეგიონული როლი - მედიატორის ფუნქცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რეგიონში პოლიტიკური თუ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაში.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონს!“ - წერს მეგრელიშვილი.


ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი