ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო გაზიფიცირების პროგრამას ახორციელებს

13 Jun 2021 20:21

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო გაზიფიცირების პროგრამას ახორციელებს. პროექტში ჩართვა შეუძლიათ 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, გაზიფიცირებასთან ერთად სოცალურად დაუცველ ოჯახებს გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.


ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ უჩაშონაში იმ ოჯახს სტუმრობდნენ, რომელმაც პროგრამით უკვე ისარგებლა..


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი