“ოცნების” მთელი გუნდი უკვე შერყეულია – თაკო ჩარკვიანი

13 Jun 2021 22:24

„ოცნების“ მთელი გუნდი უკვე შერყეულია და ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად მაინც მივიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო რეფორმა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 


მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მრავალპარტიული გახადეს პარლამენტი და ბოიკოტს აზრი დაუკარგეს. 


„ოცნება“ აცხადებს, რომ მათ გადალახეს კრიზისი; კრიზისი ხელისუფლებისთვის განიმუხტა იმით, რომ მრავალპარტიული გახდა პარლამენტი. ქვეყანაში კრიზისი ვერ განმუხტეს.


კანონპროექტების წარდგენა-მიღებით „ოცნება“ ოპოზიციას ყოველთვის კენჭისყრით გვაჯობებს, მაგრამ გვაქვს ერთადერთი ბერკეტი და ეს არის საპარლამენტო კომისიები“ – აცხადებს ჩარკვიანი.




კომენტარები:

ფართი შოპი