ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩს, რან გიდორს უმასპიძლა

14 Jun 2021 01:29

რეგიონისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ,,შალომ კლუბი ქვემო ქართლის“ პრეზენტაციას დაესწრნენ, სადაც ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მრავალკონტიგენტიანი სკოლის დირექტორებს, დისტანციური სწავლებისთვის, 40 ერთეული პლანშეტი გადაეცათ.


ვიზიტის ფარგლებში, რან გიდორმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება-მშენებლობის მიმართულებით, განხორციელებული მასშტაბური პროექტები და კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა - მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები, მიღწევები, ადგილზე არსებული საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.  


აღსანიშნავია,რომ "შალომ კლუბი" MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში უკვე ორი ათეული წელია სოფლის მეურნეობაში ინოვაციური განვითარების  ტექნოლოგიებს ავითარებს - ზოგადი საქმიანობა კი განათლების, ჯანდაცვის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებებს მოიცავს.





კომენტარები:

ფართი შოპი