ჭიათურაში, მაღაროში კიდევ ერტი მუშა დაშავდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

20 May 2018 17:22

ჭიათურაში კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. 


დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 


"პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.


წყარო: "ინტერპრესნიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი