ბაჩალიაშვილის დედის პირველი კომენტარი “მთავარის” სიუჟეტის შემდეგ: „იმიტომაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა და ფარდის ახდა ამ ყველაფერზე“

14 Jun 2021 14:33

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის სიკვდილის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. გუშინ გამოაშკარავდა ის მონაცემთა ბაზა, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა  თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში. სავარაუდოდ, მისი კომპანია უცხოელ მომხმარებლებს ბარათებიდან ფულს პარავდა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად სუს-თან თანამშრომლობდა.


“როცა გაირკვა ეს ყველაფერი იმიტომაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა და ფარდის ახდა ამ ყველაფერზე, შეეწირა კიდეც ამ ყველაფერს. თუ თვითონ მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩაერთვებოდა მაშინ ცოცხალი იქნებოდა როგორც არიან სხვები შეგნებულად ჩართულები. 


ძალოსნები არიან ამ იმაში გარეული რადგანაც დააფარეს ხელი ამ ყველაფერს და ჩაფარცხეს გამოძიება და დახურეს საქმე”, – თქვა თეონა თამაზაშვილმა. 


თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი


სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი