“რკინის ჯოხითაც მცემეს… ტირილის გამო კაბა ჩამაცვეს” – რას ჰყვება საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი

14 Jun 2021 15:55

21 წლის ლუკა სარალიძე “მთავართან” ჰყვება, რომ წლების უკან დაუნდობლად ექცეოდნენ, სასტიკი მეთოდებით სჯიდნენ გადაცდომებისთვის – ის მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც ფერიის ბავშვთა მონასტერში მოხვდა.


ლუკა ამბობს, რომ მას ურტყამდნენ, ისე, რომ სისხლიც კი წამოსვლია; მყარი საგნებით სცემდნენ, რკინის ჯოხითაც კი; აიძულებდნენ მკაცრად ემარხულა, ზოგჯერ, დღეების განმავლობაში ბავშვი მხოლოდ პურზე და წყალზე ჰყავდათ; აიძულებდნენ ასობით მეტანია შეესრულებინა – ვინ დათვლის, წლების განმავლობაში რამდენი ათასი დაჩოქვა აქვს ლუკას შესრულებული სასჯელის სახით. 


“პოსტ ფაქტუმის” ჟურნალისტები მივიდნენ ფერიის პანსიონში, სადაც ისინი თავისუფლად შეუშვეს და საცხოვრებელიც დაათვალიერებინეს. ჩანს, რომ სახლი ძალიან მოწესრიგებულია, სისუფთავეა, ჩანს, რომ პანსიონის მეპატრონეები ზრუნავენ ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. ვიზუალური ეფექტი ძალიან დადებითია და ერთი შეხედვით, შესაძლო ძალადობაზე სულაც არ გაფიქრებინებს. 


საინტერესოა, რომ აღმზრდელები არ უარყოფენ, რომ ლუკას ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ ამბობენ, რომ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და თვითდაზიანებებს იყენებდა. 

წყარო – მთავარი




კომენტარები:

ფართი შოპი