“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“აი, ასე უპასუხა ჯაღმაიძემ ჩვენს გუშინდელ სიუჟეტს ფერიის პანსიონში ძალადობაზე.
ცინიკური იუმორი ბავშვებთან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე – ასე განმარტავს ქრისტიანობას საპატრიარქოს სპიკერი.”
გუშინ, ნიკა გვარამია, წერდა:
“სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ვულოცავ ნინოწმინდის და ზოგადად საპატრიარქოს პანსიონების უმძიმეს საკითხში გარდატეხის შეტანას.
რაც შეეხება საპატრიარქოს, პანსიონების დახურვა არაა საკმარისი. ველოდებით ბოდიშს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, როგორც ეს კათოლიკური ეკლესიის სახელით გააკეთეს იოანე პავლე მეორემ და პაპმა ფრანცისკემ.ბოდიში და შენანება აუცილებელია და ქრისტიანული მოძღვრების ქვაკუთხედი.
ველოდებით!”
ალია