გიორგი გახარიამ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა

14 Jun 2021 17:45

გიორგი გახარიამ ბათუმში პარტიის რეგიონული ოფისი გახსნა. ყოფილმა პრემიერმა აჭარის ორგანიზაცია ბათუმის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს და "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს ირაკლი მიქელაძეს ჩააბარა. ოფისთან პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.


ექს-პრემიერმა ასევე დააანონსა, რომ უახლოეს მომავალშ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კონკრეტულ კანდიდატებს დაასახელებს.


"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება შემდგომი წლების განმავლობაში განისაზღვრება თბილისის, ბათუმის და სხვა ქალაქების წარმატებით, ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ეს ნაბიჯი. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, როგორიც არის განვითარება მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატია, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდირებას და უსაფრთხოება, რომლის ცენტრალური პრობლემა და საკითხი გახლავთ ქვეყნის დეოკუპაცია და დებორდერიზაცია. ეს დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩათვალეთ, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით პარტიის რეგიონალური ოფისების მშენებლობის თვალსაზრისით," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი