„ძალიან მძიმე თვე გვქონდა...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

14 Jun 2021 21:04

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ შვილიშვილი თინუსა ცუდად ჰყავდათ, ის ყველა ექიმს მადლობას უხდის, რომელიც შვილიშვილის გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. 


„ძალიან მძიმე თვე გვქონდა, თინუსა გვყავდა ავად გართულებული პლევრიტით.


დღეს გამოგვყავს საავადმყოფოდან. უზომოდ მადლიერი ვარ იაშვილის კლინიკის უმაგრესი პროფესიონალების, ბატონი ვანიკო ჩხაიძის, ლევან ხარაშვილის, ირმა კაკაურიძის, რეანიმაციის პერსონალის, ყველა ექთნის, ყველა მორიგე ექიმის, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცი, ბევრნი არიან, მაგრამ მთავარი ვიცი, რომ უკლებლივ ყველა უმაგრესები და საიმედოები არიან.


ბედნიერებაა, რომ ჩვენ ასეთი ექიმები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, აღარასდროს დაგვჭირდება, მაგრამ უკვე ვიცი, სად უნდა გავქანდე გაჭირვების შემთხვევაში,“- წერს ნათია ფანჯიკიძე.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი