“მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ელიან, რომ უკრაინას მიიღებენ ნატოში (ან მაპს მისცემენ) და საქართველო თამაშგარეთ დარჩება” – თორნიკე შარაშენიძე

14 Jun 2021 22:40

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:

“ნატოს მორიგი სამიტის ამბავში მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი.


მიკვირს იმ ხალხის რომლებიც ელიან რომ უკრაინას მიიღებენ ნატოში (ან თუნდაც მაპს მისცემენ) და საქართველო თამაშგარეთ დარჩება.


როგორ გგონიათ, როგორ უნდა მიიღონ ნატოში ქვეყანა (ან თუნდაც მაპი მისცენ) რომელსაც რუსეთმა ტერიტორიის ერთი ნაწილი წაართვა და მიიერთა, მეორე ნაწილი კი წაართვა და იქ გამყოფ ხაზზე ომია. ასეთი ქვეყნის მიღება ხომ ნატოსა და რუსეთს შორის ავტომატურად ომის დაწყებას ნიშნავს.


ასე რომ უკრაინა ნატოში ინტეგრაციის მხრივ ჩვენზე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი