როცა ბევრი ხალხი დახოცეთ და მკვლელებს სხვას ეძახით, დამშვიდებაა ნამდვილად – თამარ ჩერგოლეიშვილი

14 Jun 2021 22:48

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და წერს:


“როცა ბევრი ხალხი დახოცეთ და მკვლელებს სხვას ეძახით, დამშვიდებაა ნამდვილად ვიცით რომ ოდესღაც – როცა ყველა მოიხმარს და გასაყიდად დარჩებათ, მოგვყიდიან.”


შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია:

“ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანაში ვაქცინების 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს.


სამინისტროს ცნობით, ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ აღიარებული ვაქცინები – ფაიზერის, სინოფარმის, სინოვაკის, ნოვავაქსისა და J&J-ის დოზები. 


ამავდროულად, Covax-პლატფორმის საშუალებით, ივნისში საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის 43 000-მდე დოზასაც მიიღებს. ასტრაზენაკას ადმინისტრირებისთვის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება და პროგრამაში ჩართვა განიხილება.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი