პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდებიან

15 Jun 2021 11:20

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.


მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩვენების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებთან შეხვედრის შედეგად გაირკვა ოქმსა და გადათვლის შედეგად მიღებულ შედეგებს შორის დისბალანსის მიზეზი და დადგინდა, რომ აღნიშნულ დისბალანსს საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.


„ყველა ის ბიულეტენი, რომელიც დათვლილი იყო საარჩევნო ოლქში, დარღვევის გარეშე ასახავდა იმ მოქალაქეების ნებას, რომელთაც ხმა მისცეს ვაკის 41-ე უბანზე. ასევე რეგისტრატორებთნ საუბრისას, სადაც ერთ-ერთი რეგისტრატორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოიკვეთა, რომ არანაირ უხეშ დარღვევას, გაყალბებას და მანიპულაციას უბანზე ადგილი არ ჰქონია და მოქალაეების მიერ გამოხატული ნება იყო პირდაპირპროპორციული იმ ოქმისა, რომელიც ცესკო-მ ატვირთა თავის ვებ-გვერდზე“, - განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.


21 ივნისის კომისიის სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი