თავდაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კურსი მიმდინარეობს

15 Jun 2021 13:29

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა. პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი და მას სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების და სსიპ-ების თანამშრომლები ესწრებიან. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზოგადი მიმოხილვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.




კომენტარები:

ფართი შოპი