სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 Jun 2021 13:52

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.


მემორანდუმი  რამდენიმე პროექტისა და ღონისძიების  მიმართულებით თანამშრომლობას  ითვალისწინებს, მათ შორის უსაფრთხოების სექტორისთვის ერთობლივად შემუშავებულ ლიდერობის და მართვის პროგრამას.


როგორც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი  გრძელვადიანი ეფექტიანი თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.


მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის გაძლიერებას.




კომენტარები:

ფართი შოპი