იმამურა აკირა: „იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს“

15 Jun 2021 15:25

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

„იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მე თვითონ ვმდგარვარ საქართველოში გავლებულ საოკუპაციო ხაზის პირისპირ. ჩვენ ვცდილობთ, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებშიც ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იქნას დაცული“, - განაცხადა იმამურა აკირამ.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას უსმენენ.



 


კომენტარები:

ფართი შოპი