კახა კუჭავა ნინო ლომჯარიას შეხვდა

15 Jun 2021 17:08

კახა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სახალხო დამცველთან პირველი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას.

 

შეხვედრის ერთ-ერთი თემა ომბუდსმენის ანგარიში იყო,  რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში წარედგინება.

 


კომენტარები:

ფართი შოპი