ქეთა თოფურიას შვილის გრანდიოზული დაბადების დღე წყნეთში - ფოტოები

15 Jun 2021 20:33

„ა სტუდიოს“ სოლისტი, ქეთა თოფურია თბილისში ჩამოვიდა, ამის შესახებ მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ.


ქეთა თოფურიამ შვილს, ოლივიას 6 წლის იუბილე საქართველოში გადაუხადა.

უკვე წლებია ქეთა დაბადების დღეს შვილს საქართველოში უხდის.


ქეთამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერს:


„6 წლის წინ ეს გოგონა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, 6 წლის წინ მე გავხდი დედა, 6 წლის წინ მან ასე გამახარა! და მე მადლობელი ვარ, რომ შენ ამირჩიე.


იყავი ბედნიერი და ჯანმრთელი და იცოდე, რომ დედა ყოველთვის აქ არის! გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე!,“- წერს ქეთა თოფურია.


ქეთა თოფურია ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებს ხოლმე და სხვადასხვა ადგილს სტუმრობს. მას ძალიან უყვარს კერძო სახლში დასვენება, რომელიც წყნეთში აქვს.


ინფორმაციისთვის, ქეთას პირველი ქორწინებიდან პატარა გოგონა - ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც ქეთასთან მოსკოვში იზრდება და პერიოდულად მამასაც ნახულობს. მეორე შვილი კი ლევ დენგოვისგან ჰყავს.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი