უკრაინაში შესაძლოა რუსულენოვანი სერიალების ტელევიზიით გაშვება აიკრძალოს

15 Jun 2021 23:01

 ოფიციალური კიევის განცხადებით, სახელმწიფო ტელევიზიებს რუსულენოვანი სერიალების გაშვება შესაძლოა აეკრძალოთ.


ხუთი ყველაზე რეიტინგული უკრაინული ტელეარხის შემოწმების შემდეგ, დადგინდა, რომ სერიალების ორი მესამედი რუსულ ენაზე გადის.


უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს დაიცვას ათობით მილიონი უკრაინელის უფლება და უზრუნველყოს ფილმების უკრაინულ ენაზე თარგმნა. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ რუსულ ენაზე სერიალების თარგმნა, პრორუსული ძალების გავლენაა და მათი მიზანი კონსტიტუციის 23-ე მუხლის გაუქმებაა.


"რადამ" 2019 წლის აპრილში მიიღო კანონი "უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ". ამავე კანონის თანახმად, შემოწმდება საჯარო მოხელეების სახელმწიფო ენის ცოდნის დონეც, თუ სახელმწიფო მოხელე გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მას ფულადი ჯარიმა დაეკისრება.



rustavi 2





კომენტარები:

ფართი შოპი