ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონზე: მაქვს განცდა, რომ ესაა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი - არ შეიძლება ბავშვებთან ასე მოქცევა

16 Jun 2021 10:20

„ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომ არათუ საუკეთესო ინტერესები, ბავშვის უფლებები იყო დარღვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბავშვები ამ ყველაფერს ისმენდნენ“, - განაცხადა ნინო წმინდის პანსიონის საქმის შესახებ საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ.


„ეს ბავშვები ისედაც მშობლებისგან უარყოფილები არიან, ნებსით თუ უნებლიედ, მე არავის არ განვიკითხავ. ეს ბავშვები აღმოჩდნენ იქ, ისედაც დაუცველები, ისედაც არასაკმარისობის განცდით, ძალიან დიდ გაჭირვებაში არიან და ამ ადამიანებმა შეიფარეს. პირადად მეუფე სპირიდონს ძალიან კარგად ვიცნობ, ეს არის ნამდვილი თოვლის ბაბუა, უკეთილესი ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე დაუთმო ამ ბავშვების აღზრდას. სოციალურ ქსელში დღეს არის უამრავი სამადლობელი ჩანაწერი, რომელსაც არავინ არ უსმენს, მათ აღარაფერი აღარ სჭირდებათ, მათ ოჯახები ჰყავთ, მუშაობენ და დღეს მადლობას იხდიან. რა თქმა უნდა, იყო ის სხვა ჩანაწერებიც და ეს ყველაფერი ესმოდათ იქ მყოფ ბავშვებს. ამას მოყვა შტურმი, ჩვეულებრივი შტურმი, ღობიდან ხტებოდნენ ჟურნალისტები, მისდევდნენ მიკროფონით ბავშვებს და ეკითხებოდნენ სექსუალურ ძალადობაზე, ზომბებს ეძახდნენ. ეს არის სოციალურ ქსელში და ნებისმიერმა შეიძლება ნახოს. ეს არის თუ არა ბავშვის უფლების დარღვევა. როდესაც ითქვა, რომ თითქოს 4-დან 9 წლის ბავშვები განიცდიან ძალადობას, რადგან დიდებს ვერ უბედავენ. ერთი სხვა 4-დან 9 წლის ბავშვებს მოუსმინეთ რას ყვებიან, როგორ ექცევიან მშობლები, როგორ ჩაგრავენ, როგორ აძლევენ უფროს და-ძმას ტკბილეულს და მას არა. მოუსმინეთ გაყრილი ოჯახის შვილებს, როდესაც მიდის დედასთან ყვება იმას, რაც სჭირდება, რომ იქ მოყვეს. იქ სჭირდება მას უსაფრთხოება და დაფიქსირება. 


შემდეგ მიდის მამასთან და იმას ყვება, რაც მამას უნდა რომ გაიგონოს. იცავს თავს, მას უნდა უსაფრთხოება ერთთანაც და მეორესთანაც. 

ახლა წარმოიდგინეთ ასეთი ამბების შემდეგ, შედიან იქ კეთილი დეიდები, მე არავის სიკეთეში მეპარება ეჭვი და დიდი პატივისცემა მაქვს ნებისმიერი ინსტიტუციის მიმართ, ეკლესიის სახელმწიფოს, სახალხო დამცველის თუ ჟურნალისტების, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, მაგრამ ის გადაცდომები, რომელიც ცდება ყოველგვარ საზღვარს, რომელსაც აქვს კამპანიური ხასიათი და მე, როგორც ერთ მოქალაქეს მაქვს განცდა, რომ ეს არის საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი. ასე არ შეიძლება ბავშვებთან მოქცევა“, - განაცხადა მარინა კაჭარავამ.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი