ზვიად გელბახიანი, კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი:
_ნარკოტიკები საზღვარზე შემოდის, იმედი მაქვს, აქ არ მზადდება და მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო... მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა, თუ მე „ამკიდებს“ პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკიო. მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას „ავკიდებ“ - რატომ იპარება საზღვრებზე ნარკოტიკი, ეს პირდაპირ შს მინისტრის კომპეტენციაა.
კაფე გალერი“ არის გახსნილი, „ბასიანი“ კვლავ დახურულია. ეს ღიმილისმომგვრელია ჩემთვის. თუ „ბასიანის“ გახსნა კიდევ გადაიდო, მე გამიმყარდება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, რადგან „ბასიანი“ და „თეთრი ხმაური“ ერთობლივი ძალებით იბრძვიან სისტემის გადაცდომის წინააღმდეგი