საქართველოში მწეველთა რაოდენობა 3,9%-ით შემცირდა

16 Jun 2021 14:02

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტიუტი CRRC-ის მიერ 2021 წლის აპრილში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 27.1% ეწევა თამბაქოს „ტრადიციულ“ პროდუქტს (ყოველდღიურად ან უფრო იშვიათად), რაც 3.9 პროცენტული პუნქტით (ან 12.7%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს. 


ეს შემცირება მეტწილად მოდის მამაკაცებზე, რომლებიც ნაკლებს ეწევიან – 43.3% 2021 წელს, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი  57%-ს შეადგენდა, მწეველი ქალების წილი კი ამჟამად ოდნავ მეტია 2016 წელთან შედარებით. რეგიონული თვალსაზრისით, მოწევა ყველაზე გავრცელებულია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი მწეველია.


ეს შედეგები ხაზს უსვამს ბოლო წლებში თამბაქოს მაკონტროლებელ კანონმდებლობასა და დაბეგვრაში განხორციელებული ცვლილებების ეფექტიანობას.


და ბოლოს, ISET-ში ეჭვობენ, რომ გატარებული საგადასახადო პოლიტიკით მიღებული ჯანმრთელობის სარგებელი შეიძლება შეაფერხოს დაბეგვრის ბუნებამ. მათი აზრით, არსებული მიდგომა სიგარეტის უფრო იაფ ალტერნატივებზე გადასვლას უფრო ახალისებს, ვიდრე მოწევის შემცირებას. ამიტომ, მათივე მტკიცებით, როდესაც თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადის მომავალ გაზრდაზეა საუბარი, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.





კომენტარები:

ფართი შოპი