საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართა

16 Jun 2021 17:25

 შეხვედრებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნათია ტატიშვილი უძღვებოდა. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, კახეთი წარმოადგენს ერთ-ერთ საპილოტე რეგიონს. 


აღნიშნულ პროგრამაზე საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი უკვე გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს ეძლევა შესაძლებლობა შეიმუშაოს პროექტები და წარადგინოს კონკურსზე, ხოლო წინადადებების მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. 2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: 

ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინოვაციების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.


#კახეთი2021




კომენტარები:

ფართი შოპი