ივანიშვილის ტექნოლოგია და კობახიძის “სიზიფეს შრომა” – “მეუბნებოდა, რომ ჩემზე ჭკვიანი და ჩემზე მაგარი არავინ იყო” – გია ხუხაშვილი

16 Jun 2021 17:53

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:


“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა გამოსულიყო ბოიკოტის რეჟიმიდან, მათ მიერ ოპოზიციურად შერაცხულ სატელევიზიო არხებთან მიმართებში და ვიხილეთ მათი პარტიის თავმჯდომარე (ირაკლი კობახიე) ვრცელი ინტერვიუთი, ერთ-ერთ ასეთ არხზე.

აქამდე მათი პროპაგანტისტული მატრიცა მაქსიმალურად გამარტივებული იყო, ეს არის ივანიშვილი ცნობილი ტექნოლოგიაა, შუა გაკრეფის, ორპოლუსიანობის, მეორე მხარის დემონიზაციის, მისი მტრად გამოცხადების და მგლის შიშით ამომრჩევლის იძულება, ისევ ცუდსა და უარესს შორის, არჩევანი გაკეთდეს “ქართულ ოცნებაზე”. ხდებოდა კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების გადასროლაც მეორე ბანაკში, პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიანო, თითქოს მათი ტელევიზიები სულ ობიექტურობას ასხივებდნენ და შესახაბამისად, ამ შუას გაკრეფიდან გამომდინარე, არ დადიოდნენ ასეთ ტელევიზიებში, რაც საკმაოდ ეფექტური იყო, მოდი პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო შედეგები ამას აჩვენებს.


ახლა მდგომარეობა შეეცვალათ, დალხენილი, კარგი ცხოვრება აღარ არის და ტრიგერი ამ ყველაფრის გახდა გახარია, რომლის მოაზრება მეორე პოლუსზე სცადეს, მაგრამ გაჭირდა – ბრალი დასდეს, რომ კეზერაშვილი აფინანსებს და მიშასთან შეკრულია, მაგრამ ხედავენ, რომ ეს პოლიტიკა არ არის ეფექტური, შესაბამისად, მათ აქვთ საფრთხე, რომ გახარია ოპოზიციურ არხებზე შეიძლება დარჩეს მარტო – ეფექტური საინფორმაციო ოპონირება განახორციელოს ხელისუფლებასთან და იძულებული გახდნენ ამ სივრცეში დაბრუნებულიყვნენ.


მე რაც ვნახე კობახიძეს ინტერვიუ, ეს არის ერთგვარი სიზიფეს შრომა, ის რა პრობლემებზეც აპელირებს, არაეფექტურია იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ითვლის გახარია, იმ სეგმენტზე, რომლის დაკარგვისაც ეშინია “ქართულ ოცნებას”. მეორეს მხრივ – სხვა რა გზა აქვთ, ყველაფერი უნდა სცადონ. მისი კომპრომეტირება და დადანაშაულება გახარიასი ბუმერანგის პრინციპით უკან დაუბრუნდებათ, ამიტომ აკეთებენ სხვადასხვა მოსინჯვებს, მაგალითად მისი არაკომპეტენტურობაში ბრალდება და ჩემ მიმართაც გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა ეს და თქვა, რომ საოცრად არაკომპეტენტური ვიყავი, სანამ ამას მეტყოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემზე ჭკვიანი და ჩემზე მაგარი არავინ იყო და მე ვიყავი მისი ერთადერთი მეგობარი, მაგრამ ესე ხდება, პოლიტიკაში ასე შუძლიათ ადამიანებს ატრიალონ წაღმა-უკუღმა თავისი რიტორიკა და დამოკიდებულება, ერთადერთი მიზნით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.


გახარიას პაუზა და სტრატეგიული მოთმინება კარგი იარაღია – სწორია რომ ჯერ არ პასუხობს, ჯერ ამათმა ბევრი ილაპარაკონ,. ილაპარაკონ, ილაპარაკონ და მერე მიიღებენ პასუხებს და ასე გახარიას სიტყვას მეტი ფასი და წონა დაედება. მე რატომღაც მგონია, რომ გახარია ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე ეს მოახერხა კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი