“ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ?” – თეა დარჩია

16 Jun 2021 23:16

“ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის”. – მოცეკვავე თეა დარჩია იმედის ეთერში განცხადებას აკეთებს:


“მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, დავიღალე”. – ამბობს დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.


იმედის წამყვანმა თეა დარჩიას ინტერვიუსთვის მადლობა გადაუხადა. 


“მადლობა, რომ მოგვიყევით და სრულიად გულწრფელად გაგვიზიარეთ თქვენი განცდები”. – უთხრა მაგდა ანიკაშვილმა დარჩიას. 


თეა დარჩიას განცხადება, საზოგადოების ნაწილმა უკვე შეაფასა როგორ ისლამოფობიური განცხადება.




კომენტარები:

ფართი შოპი