როგორ იქნება დაშორებული საგამოცდო მაგიდები და როდის ჩაირთვება გაგრილება – ეროვნული გამოცდები 2021

17 Jun 2021 00:06

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური კოვიდ რეგულაციებით წარიმართება. აპლიკანტების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მომართული კითხვების უმეტესობა ამ დროისთვის საგამოცდო სექტორის გაგრილებასა და გამოსაცდელი პირის განლაგებას უკავშირდება.


ამირან გამყრელიძის უწყების მიერ დადგენილ რეგულაციებში აღნიშნული საკითხი გამოცდების ცენტრთან მიმართებით არის განმარტებული და ცენტრს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას უსახავს.

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:

სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;
სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;
მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის
მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.


მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:
სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;

განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; კონდიცირება დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.


შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.


გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30- გრადუსს.


კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;

კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი
პირებისკენ; კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება, აღნიშნული ხელს უწყობს საგამოცდო სივრცეში ჰაერის გარედან შემოდინებას და ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.





კომენტარები:

ფართი შოპი