"ალბათ, სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით... მეგონა, ბაია დეპრესიაში ჩავარდებოდა" - რას ჰყვება ნინო ნადირაძე შვილის განქორწინებაზე, რომელსაც სასამართლო განიხილავს

17 Jun 2021 00:44

ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ნინო ნა­დი­რა­ძის და გუგა კუ­ზა­ნო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი ბაია კუ­ზა­ნო­ვი 2 წლის წინ გა­თხოვ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მის მე­უღ­ლე გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლი იყო.


და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვილს ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. ბა­ი­ამ და გი­ორ­გიმ ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს...


თუმ­ცა ბაია მა­ლე­ვე ქმარს და­შორ­და. ახლა ამ გაყ­რის დე­ტა­ლებს სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ბა­ი­ას დე­დამ ნინო ნა­დი­რა­ძემ ისა­უბ­რა:


"ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული, სა­წყე­ნი იყო რომ ეს ქორ­წი­ნე­ბა და­ი­შა­ლა. თან მი­ზე­ზიც რომ არ იცი წე­სი­ე­რად, ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი­სა და საქ­მის გარ­ჩე­ვის გა­რე­შე. ალ­ბათ, სხვა­დას­ხვა პლა­ნე­ტი­დან ვი­ყა­ვით. 5 წელი იყ­ვნენ ერ­თად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.. თუმ­ცა ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ სხვა რა­მეა. ალ­ბათ არ იყო წყვი­ლი.


ძა­ლი­ან ძნე­ლია, როცა მარ­ტო ხარ ფეხ­მძი­მე, მარ­ტო მი­დი­ხარ სამ­შო­ბი­ა­რო­ში. მაგ­რამ რომც მცოდ­ნო­და რომ ეს ასე დამ­თავ­რდე­ბო­და, მე მა­ინც ვი­ტყო­დი, რომ კი - ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ბა­ი­ა­ში მვი­ღე ის ტრანსფორ­მა­ცია. მე­გო­ნა და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩა­ვარ­დეს ჩემი შვი­ლი­თქო. და უცებ ეს ნაზი, ნა­ფო­ფი­ნე­ბი კუ­ზა­ნო­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­და სა­ოც­რე­ბა.... არ ვიცი რო­გო­რი გოგო. 24 სა­ა­თი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში იყო, იქ რე­ზი­დენ­ტუ­რაო...



რო­დე­საც ბავ­შვი ეყო­ლა თავ­და­პირ­ვე­ლად მე ვი­ყა­ვი ხოლ­მე ღამე მას­თან და ვეხ­მა­რე­ბო­დი. შემ­დეგ მი­თხრა, შენ და­ბერ­დე­ბი ასეო, რომ არ და­ი­ძი­ნოო. თა­ვად უვ­ლის ბავ­შვს. არის სა­ო­ცა­რი დედა, რო­მე­ლიც შრო­მობს ძა­ლი­ან ბევ­რს, რომ მისი შვი­ლის­თვის იყოს ისე­თი­ვეს, რო­გო­რიც მე ვარ მის­თვის.


თან აღ­მო­აჩ­ნდა სა­ო­ცა­რი ხელი პლას­ტი­კა­ში. მე შვი­ლე­ბის შე­ქე­ბა არ მიყ­ვარს მაგ­რამ მე ვა­მა­ყობ ჩემი შვი­ლით ა არ მე­გო­ნა ბაია ასე­თი მა­გა­რი და კერ­კე­ტი კა­კა­ლი იყო.



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი