„ლევან ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად, ცოტა მოვალბო“ - კესარია აბრამიძე

17 Jun 2021 10:47

გადაცემაში „პირველ ხაზი“ ჟურნალისტი, გიორგი ნიორაძე პრაიდის თემას გადაცემის სტუმრებთან ერთად განიხილავდა.


მან კესარია აბრამიძის კითხვით მიმართა, თუ ყოფილან მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც „გაჭენებული“ ჰომოფობები იყვნენ და მერე ლოიალურები გახდნენ.


„მე რომ დამინახეს და დამშვიდნენ, ასეთები? კი, ყოფილან.


მე მგონი, ლევან ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად და დავამშვიდო.

ცოტა მოვალბო ლგბტ ადამიანების მიმართ. თეთრი კაბით კი ვარ. შემოაგორეთ სტუდიაში.


ნუ, ეს, რა თქმა უნდა, იუმორით… მე მგონი, ასეთი ადამიანები არიან ერთი-ორი, მაგრამ დაიკუჭება და ნაგვის ურნაში ჩაიყრება, – განაცხადა კესარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი