პოლონეთის პოლიციის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრა

17 Jun 2021 16:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი, დელეგაციასთან ერთად ეწვია. დეპარტამენტს ასევე ესტუმრა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.


სტუმრებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, სერგო ძაგნიძემ უმასპინძლა და მათ უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.


პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილემ, პაველ დობროჯეიმ და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის,


დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საერთაშორისო აკრედიტაციები.





კომენტარები:

ფართი შოპი