პაპუნა მარგველიძე და გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

17 Jun 2021 17:20

 დღეს, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლარაშის ისტორიული ციხე ადგილზე მოინახულეს. ლარაშის ისტორიული ციხის ნანგრევები, რომელიც დაბა ლენტეხის შესასვლელში, სამი მდინარის, ხელედურას, ლასკადურასა და ცხენისწყლის შესართავთან, კლდოვან ბორცვზე მდებარეობს, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის სავიზიტო ბარათია, მათი აღდგენა-რეკონსტრუქცია და შენარჩუნება არის უმთავრესი პრიორიტეტი.


მხარეებმა ერთობლივად იმსჯელეს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რაც ლარაშის ისტორიულ ციხეს პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებს.




კომენტარები:

ფართი შოპი