21 ივნისს საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება

17 Jun 2021 18:28

„21 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, კომიტეტი სხდომაზე დავით ზალკალიანისგან მოისმენს მოხსენებას როგორც ნატოს სამიტთან დაკავშირებით ასევე, მეზობელ ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიზიტების შესახებ.

 

„როგორც იცით, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქცია მინისტრის მოსვლა ითხოვა. რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე გვესტუმრება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 



კომენტარები:

ფართი შოპი