საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერო-ს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინა

17 Jun 2021 19:24

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერო-ს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინა.

 

„საქართველოს მთავრობა აღსრულების პროცესში ახორციელებს ინდივიდუალურ ღონისძიებებს, რათა უშუალოდ, მომჩივნების მიმართ აღმოიფხვრას საკითხი. ასევე, ატარებს ზოგად ღონისძიებებს, რომ მსგავსი სახის დარღვევები მომავალში აღარ იყოს ჩადენილი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, განაცხადა.

 

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, საქართველოს აღსასრულებელი აქვს წამების კომიტეტის 2017 წლის გადაწყვეტილება.

 

„საქმე შეეხება 2010 წელს, მამა-შვილის დაკავებას, რა დროსაც პოლიციის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ძალადობას. ასევე, იზოლატორში გადაყვანისას ერთ-ერთ პირს არ გაეწია სათანადო სამედიცინო მომსახურება, რის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი განმარტებით, ამჟამად, ქვეყანაში შექმნილია სავალდებულო მექანიზმები, რომლის საშუალებით, მომჩივნებს აქვთ შესაძლებლობა რომ საქართველოში მათი საქმეების ხელახლა განხილვა მოხდეს. მისივე თქმით, მათ ამავდროულად, შეუძლიათ მიიღონ კომპენსაციები უკვე ქვეყნის შიდა სამართალწარმოების გზით. „ორივე მომჩივანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა და კომპენსაციები მიიღო“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

 




კომენტარები:

ფართი შოპი