პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევებს თემებზე: „შიდა და გარე ინვესტიციების მიმართულებით არსებული სიტუაციისა და განვითარების პერსპექტივები“ და „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“.
„კომიტეტმა თემატური მოკვლევები წამოიწყო იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც არსებობს საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სარგებლისა და პერსპექტივების კუთხით და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით“ - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.
თემატური მოკვლევების პროცესის დაგეგმვისა და ტექნიკური პირობების შემუშავების მიზნით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტემა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით, წინანდალში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას კომიტეტის წევრებთან ერთად კონრად ადენაუერის ფონდის წამომადგენლები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ექსპერტები ესწრებოდნენ.