რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სხდომას სამცხეთ-ჯავახეთში მართავს

17 Jun 2021 20:33

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთში სოფელ კუმურდოში მიმდინარეობს.


ორდღიან სამუშაო ფორმატში დეპუტატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების, რეგიონის გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმენენ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების შესახებ.


კომიტეტი ასევე იმსჯელებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. მათ შორის, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებების კეთილმოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინასებით უზრუნველყოფილი პროექტები.


ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. დაგეგმილია მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე დათვალიერება ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი