„მაშინ გადავწყვიტე, დედაჩემის დასახმარებლად ექიმი გავმხდარიყავი... სამწუხაროდ, დედა მეტს ვერაფერს მოესწრო” - რა გზა გამოიარა გიორგი ღოღობერიძემ?

18 Jun 2021 11:59

,,მე ყველა პაციენტს ვუყურებ, როგორც დედას”, – ამ სიტყვებს ხშირად ამბობს ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე, რომელიც საზოგადოებამ პანდემიის დროს გაიცნო და ადამიანებს ბევრ სასარგებლო რჩევას დღესაც აძლევს. ის თავისი ცხოვრების უმძიმეს ეტაპსა და პროფესიულ არჩევანზე ,,სარკესთან” საუბრობს:


„ქედაში, სოფელ მახუნცეთში ვიზრდებოდი. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დედაჩემს სისხლის სიმსივნე დაუდგინდა – ხოჩკინის ლიმფომა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ექიმთან კონსულტაციების საშუალებაც არ იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ დედაჩემის დასახმარებლად ექიმი გავმხდარიყავი“.


როგორც გიორგი ინტერვიუში ჰყვება, ექიმი კი გახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დედა მის ექიმობას ვეღარ მოესწრო. მას დედის გარდაცვალებამ მოუშუშებელი იარა დაუტოვა, რომელიც მრავალწლიანი დეპრესიით გამოიხატა:


„სამწუხაროდ, დედაჩემმა მხოლოდ ის ნახა, რომ სამედიცინოზე ჩავაბარე და პირველი კურსი წარმატებით დავხურე. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ფაქტობრივად ცხოვრება გაჩერდა და ყველანაირი მოტივაცია დამეკარგა. ის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა აღარ მქონდა. ამის შემდეგ მქონდა დეპრესიის 4-5-წლიანი ეპიზოდი… ეს დღემდე გამომყვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია…“


როგორც გიორგი დასძენს, მას დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი სძინავს და მისი დღე დილის 4 საათზე იწყება, დღეში კი 400 ადამიანს მაინც პასუხობს.




კომენტარები:

ფართი შოპი