"ლელოს" ინიციატივა პარლამენტში სისტემური ელიტური კორუფციის წინააღმდეგ

18 Jun 2021 12:12

ლელო აგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას. გასულ ორშაბათს ლელომ მოახდინა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონის პროექტის ინიცირება, ხოლო დღეს ლელომ დაარეგისტრირა მოთხოვნას ელიტური კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. 



2012 წლის შემდეგ, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა თითქმის ყველა საერთაშორისო ანტიკოურფციულ რეიტინგში, ხოლო ელიტურ კორუფციას მზარდ გამოწვევად ასახელებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.


 საგამოძიებო კომისია შეისწავლის ქართული ოცნების პირობებში დაგროვილ სისტემურ კორუფციას, სადაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული ადამიანები და კომპანიები მონაწილეობენ.


საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანია შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული სისტემური კორუფცია და ბოლო წლებში ქართული ოცნების წარმომადგენლების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები. კერძოდ, კომისია გამოიკვლევს პანდემიის დროს განხორციელებულ საგანგებო შესყიდვებს, სადაც იკვეთება შესაძლო კორუფციული ინტერესები. გარდა ამისა, კომისია გამოიკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების ფაქტებს.


ამ პროცესში ლელო აქტიურად ითანამშრომლებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფებთან, რომელთა ჩართულობაც მნივნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტის როლის გასაძლიერებლად.




კომენტარები:

ფართი შოპი