საოკუპაციო ხაზის, უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსებ ჭელიძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს.
„მოსმენები ნდობის ჯგუფის ფარგლებში გაგრძლდება. დღევანდელი მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, ასევე ამ უწყებების ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს“, -განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.