ზურაბ ჯაფარიძე: მარუხუანა არაერთხელ დამხმარებია რთული სიტუაციიდან მეპოვნა გამოსავალი

23 May 2018 16:37

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი:


_დიმიტრი ხუნდაძემ ტვ იბერიას ეთერში დღეს მოითხოვა რომ ადამიანები რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, შეყვანილი იყვნენ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში და მათ სამუდამოდ აეკრძალოთ ავტოტრანსპორტის მართვა, საგანმანათლებლო საქმიანობა, სამედიცინო საქმიანობა და ა.შ. და ა.შ.


ადამიანის ორგანიზმი ძალიან ინდივიდუალურია. შესაბამისად სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს ერთსა და იმავე სუბსტანციაზე. ამიტომ შეუძლებელია დაზუსტებით თქმა როგორ მიიღებს ესა თუ ის ორგანიზმი თუნდაც THC-ს (თუმცა მარიხუანასგან გარდაცვალების ფაქტი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს)


მაგრამ, ჩემ თავზე მინდა ვთქვა:


მე აქტიურად მოვიხმარდი მარიხუანას სადღაც 16 წლიდან 35 წლამდე, მათ შორის მქონდა წლები როდესაც პრაქტიკულად ყოველ საღამოს ვეწეოდი.


ამ პერიოდში ავიღე სამი დიპლომი, მათ შორის ერთი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი, სახლში ჩემით ვისწავლე ინგლისური, ვიმუშავე პრაქტიკულად ყველა მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც საქართველოში არის ან იყო წარმოდგენილი (ეუთო, გაერო, ევროკომისიის და usaid-ის პროექტები), ვასწავლიდი რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში, ვკითხულობდი სამ ენაზე, ვწერდი სტატიებს, ვდებატობდი სატელევიზიო ეთერებში.


არასოდეს მომიხმარია მარიხუანა ისე რომ ამას ხელი შეეშალა ჩემთვის რაიმე საქმის გაკეთებაში.


პირიქით, არაერთხელ დამხმარებია რომ რთული სიტუაციიდან მეპოვნა გამოსავალი.


ჰოდა, ბ-ნო დიმიტრი, რეესტრში შეიყვანეთ თქვენნაირი ფაშისტები, და მერე ერთად აბრძანდით ფუნიკულიორზე.


კომენტარები:

ფართი შოპი