რა სიმპტომები ახასიათებს მორიელის ნაკბენს და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

18 Jun 2021 17:10

ბოლო დროს, მეტი და მეტი ადამიანი წერს სოციალურ ქსელში, რომ მორიელები ნახეს, გთავაზობთ მასალას, რა სიმპტომები ახასიათებს მორიელის ნაკბენს და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.


მორიელის ნაკბენი ძირითადად მტკივნეული, მაგრამ უვნებელია. არსებობს მორიელის 1500 განსხვავებული სახეობა, რომელთაგან მხოლოდ 30–ს შეუძლია სასიკვდილო ნაკბენის გამოწვევა. ასეთი შხამიანი მორიელები ძირითადად გავრცელებულია მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის გარკვეულ ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში.


მორიელის ნაკბენი ყველაზე საშიშია ბავშვებში, მოხუცებსა და შინაურ ცხოველებში. ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს მკურნალობა ძირითადად არ სჭირდება, მაგრამ ბავშვებისათვის აუცილებელია დაიყოვნებლივი ჩარევა.

მორიელი ართროპოდია– მწერისა და ობობების მსგავსი არსება. მორიელის საშუალო ზომა სიგრძეში 7,6 სანტიმეტრია, თუმცა შეიძლება უფრო პატარა ან დიდიც იყოს. მორიელს 8 ფეხი აქვს და 1 წყვილი კიბორჩხალასმაგვარი გამონაზარდი. მორიელი კბენის ნაცვლად იგესლება, გესლი კი კუდშია მოთავსებული. 


შხამი შეიცავს ტოქსინების კომპლექსს, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს (ნეიროტოქსინები).


მორიელი ღამის არსებაა, რომელიც არ იგესლება, თუ არ მოხდა პროვოცირება და მასზე თავდასხმა. მორიელი აკონტროლებს გამოთავისუფლებული შხამის რაოდენობას, რაც დამოკიდებულია საფრთხის დონეზე. ამიტომ, ზოგიერთი ნაკბენი შხამს შეიძლება არც შეიცავდეს.


მორიელის ნაკბენი ძირითადად მსუბუქ ნიშნებსა და სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა ტკივილი და სითბო ნაკბენის ადგილას. შავი მორიელის შხამი, რომელიც აშშ–ს გარკვეულ შტატებში გვხვდება, ტოქსიურია და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ბავშვებში.


მსუბუქი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი
  • დაბუჟება და მჩხვლეტავი შეგრძნება ნაკბენზე
  • მცირე შეშუპება ნაკბენის გარშემო

უფრო მძიმე ნიშნები და სიმპტომებია:

  • კუნთის უნებლიე მოძრაობები
  • თავის, კისრის ან თვალების უნებლიე მოძრაობები
  • ნერწყვდენა
  • ოფლიანობა
  • ღებინება
  • მაღალი წნევა ან დაბალი წნევა
  • გულისცემის აჩქარება ან არითმია
  • მოუსვენრობა, აღგზნება, ტირილი ბავშვებში


როდის მივმართოთ ექიმს

ყოველი შემთხვევისთვის, ჯობს თავი დაიზღვიოთ: 

  • თუ მორიელმა გიკბინათ და გაქვთ მცირე რეაქციაც კი, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
  • აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება დაკბენილი ბავშვის შემთხვევაში.
  • აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ გაქვთ მძიმე სიმპტომები.
  • აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს მორიელმა გიკბინათ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას.


წყარო – gh.ge





კომენტარები:

ფართი შოპი