ალექსანდრე დარახველიძე - ქორწინების იძულებასთან და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პოზიტიური თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ და სახალხო დამცველის აპარატს

18 Jun 2021 20:51

ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას,“ სადაც ჩართულები არიან როგორც რეფერირების სუბიექტები, ასევე სახელწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, წლის ბოლოს ამ მიმართულებით პროგრესი იქნება.


„მინდა ქორწინების იძულებასთან და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ვისაუბრო და გამოვკვეთო განსაკუთრებული თანამშრომლობა ამ მიმართულებით ჩვენი და სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, სხვა კოლეგა უწყებების - ამ სფეროში ჩართული პირების. ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას,“ სადაც ჩართულები არიან როგორც რეფერირების სუბიექტები, ასევე სახელწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები. წლის ბოლოსათვის უკვე სერიოზულ პროგრესს ვაჩვენებთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიურ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.




კომენტარები:

ფართი შოპი