რა კითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოს უგულავას საქმეზე? – “კომუნიკაცია დაიწყო…” – ადვოკატი

18 Jun 2021 21:23

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიგი უგულავას საქმე  წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის იურისტი, სანდრო ბარამიძე წერს:“სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია გიგი უგულავას შარშანდელი მსჯავრდების საქმეზე. 


სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა “კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს” სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს”


შეგახსენებთ, საქმე ეხება აეროპორტის ინციდენტს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში მოხდა, რა დროსაც გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელი გოკა გაბაშვილი საზღვარგარეთ მიდიოდნენ.უგულავას თქმით, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა – საბა  გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლი დაიწყო და ძიუდოისტის ჩვენების საფუძველზე ბრალი უგულავას წაუყენეს, გაბაშვილი კი დაზარალებულად სცნეს.



ალია




კომენტარები:

ფართი შოპი